ჩვენ შესახებ

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია დაარსდა 2017 წელს.

ასოციაციაში გაერთიანებულია სპეციალისტთა მრავალპროფილური გუნდი: კლინიკური და რადიაციული ონკოლოგები, ონკოუროლოგები, პათოლოგანატომები, რადიოლოგები და სხვა. შესაბამისად, ეს ასოციაცია წარმოადგენს უროლოგიურ კიბოსთან მებრძოლ პროფესიონალთა მულტიდისციპლინურ გაერთიანებას.

ამ ახალგაზრდა ასოციაციას გააჩნია უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი, რისი აშკარა დასტურიც არის უმაღლესი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციების და წამყვანი სპეციალისტების მხარდაჭერა.