საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის თაოსნობით ჩატარდა ონკოუროლოგთა პირველი მსოფლიო კონგრესი, რომელიც შარდ-სასქესო სისტემის სიმსივნის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების განხილვას მიეძღვნა.საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანმა ექიმებმა და მეცნიერებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, სიახლეები, მიღწევები სიმსივნის დამარცხების საქმეში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს და რეგიონის წამყვანმა ექსპერტებმა და მეცნიერებმა შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, თურქეთი, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და საქართველო.
პირველად ამიერკავკასიაში, განხორციელდა ულტრათანაედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური დემონსტრირება – პირდაპირი ჩართვა აშშ-დან.
I საერთაშორისო კონგრესის სპონსორები:
„ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი“
საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციაცია
I საერთაშორისო კონგრესის მხარდამჭერი ორგანიზაცია:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი