თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა კონგრესის სტუმრებს სიტყვით მიმართა

სიახლეები
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის მისალმება საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის მსოფლიო კონგრესის სტუმრებს:
“მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ონკოლოგიური უროლოგიის დარგში საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესს მასპინძლობს. ჩვენ ვცდილობთ  ამ ფორმით ხელი შევუწყოთ საქართველოში დარგის  უფრო მეტად განვითარებას და სპეციალისტთა ცოდნის გაღრმავებას.
მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი 100 წლის წინ გაიხსნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სამედიცინო უნივერსიტეტის დაფუძნებას და მრავალი წარმატებული ექიმისა და მეცნიერის აღზრდას. ამ წინაპირობის ფონზე კი, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თსუ მასპინძლობს აღნიშნულ სამეცნიერო კონგრესს.
უროლოგიურ კიბოსთან ბრძოლამ სრულიად ახალი მიდგომები და რეკომენდაციები გამოკვეთა ამ პათოლოგიების დასამარცხებლად.  გამოჩენილი მეცნიერები და ექიმები ორი დღის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად შეაჯამებენ არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.”

დატოვეთ კომენტარი