რობოტულ ქირურგიაზე და კერძოდ პროსტატის კიბოს მართვაში ინოვაციებზე მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით ჩატარდება მიმდინარე წლის 28 თებერვალს.

მონაწილეობას მიიღებს დარგის 100 სპეციალისტი: წამყვანი უროლოგები, კლინიკური ონკოლოგები, რადიაციული თერაპევტები და რადიოლოგები.
კონფერენცია აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, თითოეულ მსმენელზე გაიცემა 6 უპგ ქულა. ღონისძიება ჩატარდება თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-ის საკონფერენციო დარბაზში.