საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი გახლავთ, შესაბამისად წელსაც ეწვია ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესს, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა.
კონგრესზე წარდგენილი თემა: თირკმლისა და შარდსაწვეთის კენჭების დაშლა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიც არის ერთჯერადი, ციფრული ურეთერორენოსკოპები და ლაზერი.
ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესის საგამოფენო დარბაზი, ბარსელონა 17.03.2019

