პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა

რობოტულ ქირურგიაზე და კერძოდ პროსტატის კიბოს მართვაში ინოვაციებზე პირველი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით ჩატარდება მიმდინარე წლის 28 თებერვალს.
ორგანიზატორია “საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია” , მისი პრეზიდენტის, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილის თაოსნობით.
ღონისძიებას წარუძღვებიავნ ცნობილი ექსპერტები: პროფ. ა.ჩხოტუა, პროფ. რ. ღვამიჩავა, პროფ. შ. ჭოველიძე და ზ. კვირიკაშვილი.
მონაწილეობას მიიღებს დარგის 100 სპეციალისტი: წამყვანი უროლოგები, კლინიკური ონკოლოგები, რადიაციული თერაპევტები და რადიოლოგები.
კონფერენცია აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, თითოეულ მსმენელზე გაიცემა 6 უპგ ქულა. ღონისძიება ჩატარდება თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-ის საკონფერენციო დარბაზში.
კონფერენციაზე დასწრების ღირებულება შეადგენს 100 ლარს. ყველა ადგილი დაჯავშნილია!

                                                                                სამეცნიერო პროგრამა

28 თებერვალი 2025 წელი
კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციაციის პრეზიდენტი, მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი უროლოგიაში, KRC-ის რობოტული ქირურგიის ცენტრის და უროლოგიის ხელმძღვანელი  – გურამ ქარაზანაშვილი
9:30 – 9:50
რეგისტრაცია
9:50-10:00
გახსნის ცერემონია. მისალმება გურამ ქარაზანაშვილი
10:00 – 10:30
პროსტატის კიბოს სკრინინგის გავრცელებული პრაქტიკა საქართველოში   არჩილ ჩხოტუა
10:30 – 11:00
მიკრო-ულტრაბგერა 29MHz -ზე დაფუძნებული პროსტატის კიბოს სკრინინგი და ადრეული დეტექცია ინგა ბაკანოვა, გიორგი ბურჯალიანი
11:00 -11:30
პროსტატის მიკრო-ულტრაბგერაზე დაფუძნებული ტრანსპერინეულიი/თარგეტული „ფიუჟენ ბიოფსია, როგორც „ოქროს სტანდარტი“ რევაზ მონასელიძე, გიორგი ბურჯალიანი, ინგა ბაკანოვა
11:30 – 12:00
ყავა
12:00 – 12:30
 მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცზე დაფუძნებული პროსტატის კიბოს ლოკალური სტადირება თორნიკე თენოშვილი, გიორგი ბურჯალიანი, ინგა ბაკანოვა
  12:30 – 13:00
პროსტატის სიმსივნის აქტიური მეთვალყურეობის სტრატეგია დავით ზახაროვი
  13:00 – 13:30
პროსტატის რობოტული ულტრაბგერითი თერმოაბლაცია (რუთი) გიორგი ბურჯალიანი
  13:30 – 14:30
  ლანჩი
  14:30 – 15:00
რობოტული ქირურგიის განვითარება საქართველოსა და კავკასიაში   გურამ ქარაზანაშვილი      
15:00 – 15:30
რობოტული რადიკალური პროსტატექტომია ლოკალიზებული, ლოკალურად განვრცობილი და ოლიგომეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობაში გურამ ქარაზანაშვილი       
  15:30 – 16:00
ადიუვანტური სხივური თერაპია რადიკალური პროსტატექტომიის  შემდგომ პერიოდში ირაკლი ზუმბაძე
16:00 – 16:30
ყავა
  16:30 – 17:00
მეტასტაზზე დამიზნებული სხივური თერაპია ნუგზარ კალანდარიშვილი
  17:00 – 17:30
ლოკალურად განვრცობილი და ოლიგომეტასტაზური პროსტატის კიბოს მულტიმოდალური მართვა ნინო ამნიაშვილი
  17:30 – 18:00
შეჯამება: პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვის მოდელი ადრეული დიაგნოსტიკიდან რობოტულ  ქირურგიამდე   გურამ ქარაზანაშვილი
  18:00 – 19:00
   ფურშეტი

კონფერენციის ორგანიზატორები და  სპონსორები

                      

                              

                             

დატოვეთ კომენტარი