მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

კონგრესები  სიახლეები
„საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის“ მიერ, საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით, 28 თებერვალს ჩატარდა მორიგი კონფერენცია თემაზე „პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა“.
ღონისძიებაზე განხილული იყო ინოვაციური მეთოდები და ახალი მიდგომები პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მართვის მიმართულებით, მათ შორის:
▪️ პროსტატის კიბოს სკრინინგის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში,
▫️მიკრო-ულტრაბგერა (29MHz) პროსტატის კიბოს ადრეული დეტექციისთვის,
▪️პროსტატის სიმსივნის აქტიური მეთვალყურეობის სტრატეგია,
▫️რობოტული ქირურგიის განვითარება საქართველოსა და კავკასიაში.
▪️პროსტატის რობოტული ულტრაბგერითი თერმოაბლაცია (რუთი)
▫️პროსტატის მიკრო-ულტრაბგერაზე დაფუძნებული ტრანსპერინეულიი/თარგეტული „ფიუჟენ” ბიოფსია, როგორც „ოქროს სტანდარტი“
‍⚕️ ღონისძიებას დაესწრო 100 სპეციალისტი – წამყვანი უროლოგები, კლინიკური ონკოლოგები, რადიაციული თერაპევტები და რადიოლოგები, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ.

დატოვეთ კომენტარი