საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის მიერ, ქალაქ ბათუმში, 26 ივლისს ჩატარდა კონფერენცია პირველადი ჯანდაცვისთვის – „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური  დაავადებების მართვაში.”

კონფერენციის მიზანი იყო, პირველადი ჯანდაცვის დონეზე მომუშავე პროფესიონალებისთვის უროლოგიური და ონკოუროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე მიდგომების გაზიარება.

მოდერატორები იყვნენ:  ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი და წამყვანი უროლოგი გიორგი კალანდია.

განხილული თემების ძირითადი მიმართულებები:

ღონისძიებას დაესწრო ასი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი (უროლოგები, ონკოლოგები, ოჯახის ექიმები და რადიოლოგები) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.