ონკოუროლოგირი უროლოგიის ასოციაციის ორგანიზატორობით 2018 წლის 26-27 ოქტომბერს იმართება უპრეცედენტო მასშტაბის წარმომადგენლობითი კონგრესის ჩატრება.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს N1 რანგის სპეციალისტები. ამერიკის, ევრო გაერთიანების, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, დიდიბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გამოჩენილი-წამყვანი მეცნიერები და ექიმები. (იხ. დანართი: The program).
შეხვედრის მხარდამჭერები არიან: რეგიონისა და დასავლეთის ქვეყნების წამყვანი პროფესიული გაერთიანებები და მათი ხელმძღვანელები
- უროლოგიური ონკოლოგიის საზოგადოება (აშშ)
- ევროპის უროლოგთა ასოციაცია
- მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაცია
- ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება
- რუსეთის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია
- უკრაინის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია
- აზერბაიჯანის უროლოგთა ასოციაცია
- სომხეთის უროლოგთა ასოციაცია