საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში, სასტუმრო Best Western-ში გაიმართა კონფერენცია პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის — „ულტრათანამედროვე მიდგომები უროლოგიური დაავადებების მართვაში“. კონფერენციის მოდერატორები არიან ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის დამფუძნებელი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი და წამყვანი უროლოგი გიორგი კალანდია. ღონისძიებაზე განხილულია ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე მიდგომები პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მართვის, შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკმლისა და შარდის ბუშტის სიმსივნეების, საშვილოსნოს პროლაფსისა და […]
„საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის“ მიერ, საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით, 28 თებერვალს ჩატარდა მორიგი კონფერენცია თემაზე „პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა“. ღონისძიებაზე განხილული იყო ინოვაციური მეთოდები და ახალი მიდგომები პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მართვის მიმართულებით, მათ შორის: პროსტატის კიბოს სკრინინგის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში, მიკრო-ულტრაბგერა (29MHz) პროსტატის კიბოს ადრეული დეტექციისთვის, პროსტატის სიმსივნის აქტიური მეთვალყურეობის სტრატეგია, რობოტული ქირურგიის განვითარება […]