ვორქშოფი MMT HOSPITAL – ში

სიახლეები

(2020 წლის 15, 16 და 17 იანვარს 10 დან 18 სთ მდე. მისამართი ლუბლიანას ქ. 5 მე-9 სართული)

ძვირფასო კოლეგებო,

პროსტატის მიკრო-ექოსკოპია ანუ მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა წარმოადგენს უახლეს ულტრათანამედრივე ტექნოლოგიას, რომლემაც რევოლუციური გადატრიალება მოახდინა პროსტატის კიბოს და პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკაში.

მიკრო-ექოსკოპია 300% ით აუმჯობესებს პროსტატის ვიზუალიზაციას ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით.

მიკრო-ექოსკოპიით შეგვიძლია განვახორციელოთ უზუსტესი, დამიზნებითი პროსტატის ბიოფსია, რაც დღემდე არ ხორციელდებოდა, არც საქართველოში და არც ჩვენს რეგიონში.

მიკრო-ექოსკოპიის დიაგნოსტიკური სიზუსტე პროსტატის კიბოს გამოვლენის თვალსაზრისით აღემატება მაგნიტური რეზონანსის სიზუსტეს.

მოკრო-ექოსკოპიის გამოყენებით შესაძლებელია მიკროსკოპულ დონეზე დავათვალიეროთ პროსტატა და გამოვავლინოთ მისი ნებისმიერი დაავადება.

გაცნობებთ, რომ MMT HOSPITAL -მა განახორციელა უპრეცენდენტო ინვესტიცია და შემოიტანა უახლესი, 2019 წლის ტექნოლოგია  მაღალი რეზოლუციის მიკრო-ექოსკოპიის აპარატი- EV-SYS2HR-220, https://www.exactimaging.com/

საქართველოსა და რეგიონში პირველად!!! 2020 წლის 15, 16 და 17 იანვარს, მიკრო-ექოსკოპიის უცხოელი ექსპერტები, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, პროფესორი ანდრო (ბაჩა) ძნელაძე და პროფესორი მალხაზ მიზანდარი, MMT HOSPITAL – ში განახორციელებენ პროსტატის მიკრო-ექოსკოპიურ კვლევებს და პროსტატის დამიზნებით ბიოფსიებს მიკრო-ექოსკოპიის გამოყენებით.

დაინტერესების შემთხვევაში MMT HOSPITAL გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ამ აქციაში. კერძოდ კი თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა  ჩაწეროთ საკუთარი პაციენტები პროსტატის ექოსკოპიაზე ან ბიოფსიაზე და მონაწილეობა მიიღოთ დიაგნოსტიკის განხორციელებაში მიკრო-ექოსკოპიის აპარატის საშუალებით.

პაციენტების ჩასაწერად, გთხოვთ მოგვწეროთ ან სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 223 40 23

MMT HOSPITAL-ი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და იმედს იტოვებს, რომ ჩვენ ერთად მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქართული მედიცინის განვითარებაში

დატოვეთ კომენტარი