რობოტულ ქირურგიაზე და კერძოდ პროსტატის კიბოს მართვაში ინოვაციებზე მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით ჩატარდება მიმდინარე წლის 28 თებერვალს.
- ორგანიზატორია “საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია” , მისი პრეზიდენტის, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილის თაოსნობით.
- ღონისძიებას წარუძღვებიავნ ცნობილი ექსპერტები: პროფ. ა.ჩხოტუა, პროფ. რ. ღვამიჩავა, პროფ. შ. ჭოველიძე და ზ. კვირიკაშვილი.
მონაწილეობას მიიღებს დარგის 100 სპეციალისტი: წამყვანი უროლოგები, კლინიკური ონკოლოგები, რადიაციული თერაპევტები და რადიოლოგები.
კონფერენცია აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, თითოეულ მსმენელზე გაიცემა 6 უპგ ქულა. ღონისძიება ჩატარდება თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-ის საკონფერენციო დარბაზში.