ამერიკის უროლოგთა კონგრესზე პროფესორმა ქარაზანაშვილმა ინოვაცია დიდი წარმატებით წარადგინა

სიახლეები

სან-ფრანცისკოში ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესმა უზარმაზარი წარმატებით ჩაიარა, კონგრესს ესწრებოდა ათასობით სპეციალისტი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან. ყველაზე თანამედროვე, ინოვაციური მკურნალობის მეთოდებს შორის წარდგენილი იქნა საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, გურამ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული ახალი ქირურგიული ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს შარდის ბუშტის კიბოს ურთულესი ოპერაციებისას და ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნისას პაციენტის მაქსიმალურად მაღალი ცხოვრების  ხარისხის შენარჩუნებას და გართულებების მნიშვნელოვნად შემცირებას.

გურამ ქარაზანაშვილის წარმატება ქართული ონკოუროლოგიისა და მთლიანად ქართული მედიცინის წარმატებაა.

დატოვეთ კომენტარი