თირკმელში წარმოქმინილი კრისტალები, დროთა განმავლობაში შესაძლოა დაგროვდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოიქმნას, ე.წ კენჭი. სხვა ფაქტორებთან ერთად თირკმელში კენჭის წარმოქმნას ხელს უწყობს სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, გარკვეული ტიპის მედიკამენტები, სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შარდში იწვევს სპეციალური ნივთიერებების მომატებას.
მას შედეგ, რაც თირკმელში კენჭი წარმოიქმნება, თქვენი სხეული მის ორგანიზმიდან განდევნას შარდის სახით ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, თირკმლის მილები და შარდის ბუშტი).
კენჭი თირკმელში – ჩვეულებრივ სიმპტომები მაშინ ვითარდება, როცა კენჭი:
- თირკმელში იჭედება
- შარდსაწვეთში გავლას იწყებს (მილი, რომელიც თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს)-შარდსაწვეთი ვიწრო მილია, ამიტომ თირკმლის კენჭი მასში გავლისას ტკივილს იწვევს
- იწვევს ინფექციას.
როგორც უკვე ვთქვით, შარდ-კენჭოვანი დაავადება ჩივილებს იწვევს მაშინ , როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, ანუ ხდება “კენჭის გავლა” რის შედეგადაც წელის არეში ვლინდება ტკივილი, რომელიც ძლიერდება და აუტანელი ხდება, როდესაც კენჭი საშარდე მილში იჭედება და შარდის დინებას აფერხებს. შარდი გროვდება, იბერება თირკმელი და იწვევს აუტანელ ტკივილს, რომელიც ხშირად საზარდულისკენაც ვრცელდება. სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ “კენჭის გავლას” ანუ თირკმლის ჭვალს.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კენჭის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
გაიგეთ მეტი: როგორ შლიან კენჭებს MMT ჰოსპიტალში. გადადით ბმულზე: https://mmt.ge/thanamedrove-lazeri-thirkm/
დაგვიკავშირდით: 2 23 40 23
თირკმელში კენჭის გაჩენის მიზეზი
თირკმელში კენჭის გაჩენის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს. თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
- ინფექცია
- თირკმლებისა და საშარდე გზების ფუნქციის დარღვევები
თირკმელში კენჭები წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში არსებული ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად – ამინომჟავებისაგან. მისი მიზეზია ასევე არასწორი კვება და ინფექციები… როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ერთ-ერთ რისკფაქტორად ითვლება წყლის მცირე რაოდენობით მიღება და შარდის მარილებით გაჯერება. გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითია.
MMT ჰოსპიტალში კენჭების დასაშლელად ახალი თაობის ენდოსკოპებს ვიყენებთ. პროცედურა ტარდება რენტგენ-საოპერაციოში. რენტგენის აპარატი საჭიროა ენდოსკოპის ორგანიზმში გადაადგილების კონტროლისათვის. მისი დასხივების დოზა არის მინიმალური, ხოლო ვიზუალიზაცია – საუკეთესო. ლაზერი კენჭებს ფხვნილად აქცევს, რომელიც შემდეგ თავისით გამოიდევნება საშარდე გზებიდან.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ თირკმლის კენჭის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტებისშესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით: 2 23 40 23
სხვა ფაქტორებთან ერთად თირკმელში კენჭის წარმოქმნას ხელს უწყობს სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, გარკვეული ტიპის მედიკამენტები, სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შარდში იწვევს სპეციალური ნივთიერებების მომატებას.