ხშირი შარდვა

დაავადებები

ხშირი შარდვა –  შესაძლოა  ახლდეს დისკომფორტი შარდვის დროს, შარდის შეკავების გაძნელება.  ხშირი შარდვა ზოგ შემთხვევაში უროლოგიურ დაავადებებზე მიგვითითებს, არცთუ იშვიათად კი ამის მიზეზი ხდება ძილის წინ სითხის მიღება.

ღამით შარდვის გახშირებას მედიცინაში ნიქტურიას უწოდებენ.  ნიქტურია ღამის შარდვის იმ დონემდე გახშირებაა, რომ ღამით გამოყოფილი შარდის მოცულობა დღისით გამოყოფილისას აჭარბებს. როგორც წესი, ნიქტურია შეუღლებულია პოლიურიასთან ანუ შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან. ნიქტურია ყველაზე ხშირად გვხვდება ასაკოვან მამაკაცებთან, რომელთაც გადიდებული აქვთ წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა). ამ დროს ნიქტურიის სამკურნალოდ პროსტატექტომიას _ ჯირკვლის ამოკვეთას მიმართავენ. ქვედა საშარდე გზებში მიმდინარე ასაკობრივი ანატომიური და ფიზიოლოგიური ძვრების გამო. ღამით შარდის გამოყოფის გახშირება უშუალოდ ასაკთან ასოცირდება. არსებული სტატისტიკით, ნიქტურია აღენიშნება:

  • 7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 4%-ს;
  • 50-დან 59 წლამდე ასაკის მამაკაცთა 66%-ს;
  • 80 წელს გადაცილებულთა 91%-ს.

ნიქტურია იწვევს ძილის დარღვევას, ქრონიკულ დაღლილობას, აქვეითებს შრომის ნაყოფიერებას. ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა შეექმნას ნიქტურიის მსგავსი მდგომარეობა, თუ საღამოობით ხშირად სვამს კოფეინის შემცველ სასმელებს (ჩაის, ყავას, ასევე ალკოჰოლს), რომლებსაც შარდმდენი მოქმედება აქვთ. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ღამის განმავლობაში ტუალეტში ერთხელ შესვლა ნორმაა, მაგრამ თუ ერთზე მეტჯერ გიხდებათ ძილის გატეხვა, ეს თირკმლის დაავადების ნიშანია და საკონსულტაციოდ აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. https://mmt.ge/doctor/guram-qarazanashvili/

ხშირი შარდვა – ძლიერი დისკომფორტი

ხშირი შარდვა არღვევს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, ხელისშემშლელია ნებისმიერ საქმიანობაში და ზოგჯერ უძილობის ან წყვეტილი ძილის მიზეზიც ხდება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროლოგიური დაავადებების მკურნალობას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად! დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23

როგორც ვთქვით, გახშირებული შარდვა (პოლაკიურია) – მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვა უროლოგიური დაავადებების ხშირი მიზეზია. გახშირებული შარდვის ძირითადი ფაქტორები პირდაპირ კავშირშია შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების მუშაობის დარღვევასა და ინფექციური ხასითის დაავადებებთან.

ხშირი შარდვის გამომწვევი დაავადებები:

  • შარდის ბუშტის ინფექცია
  • საშარდე გზების ინფექცია.
  • შარდის შეუკავებლობა.
  • პროსტატის – წინამდებარე ჯირკვლის – გადიდება
  • ქვედა საშარდე გზებში კენჭის  არსებობა.

როდესაც  ხშირ შარდვას თან ახლავს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს.

  • ტკივილები მოშარდვის სურვილის დროს
  • ძლიერი ქავილი შორისის მიდამოში
  • წვა
  • შარდის არასასიამოვნო სუნი
  • შარდში ლორწოს, სისხლის ან ჩირქის არსებობა.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროლოგიური დაავადებების მკურნალობას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად! დაგვიკავშირდით: 032 2 23 40 23

გაზიარება:

დატოვეთ კომენტარი