პროსტატა

დაავადებები

პროსტატა –  წინამდებარე ჯირკვალი, წაბლის ფორმის ორგანოა, რომელიც შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს. ჯირკვალი ორი – მარჯვენა და მარცხენა ნაწილისგან შედგება.

ზოგიერთი სპეციალისტი შუა წილსაც გამოყოფს. პროსტატაში ორი ტიპის ქსოვილი განირჩევა: ძირითადი ანუ ჯირკვლოვანი, რომლის უჯრედებიც  პროსტატის წვენს წარმოქმნის და კუნთოვანი ბოჭკოები.

ზრდასრული მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალი დაახლოებით 20 გრამს იწონის. მისი საშუალო სიგრძე უდრის 3 სანტიმეტრს, სიგანე – 4 სანტიმეტრს, ხოლო სისქე – 2 სანტიმეტრს.  ჯირკვალი გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც სპერმის დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს. წინამდებარე ჯირკვლის სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული მამაკაცთა სექსუალური შესაძლებლობები და ნორმალური (ჯანსაღი) ცხოვრება.

წინამდებარე ჯირკვალი შესაძლოა გახდეს სერიოზული დაავადებების მიზეზი.

პროსტატა და მასში მიმდინარე სამი დაავადება:

  • პროსტატიტი –  მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის – თესლდანთხევის – პროცესში.
    პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. 30 წლის შემდეგ პროსტატიტით ავადდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 30%, 40 წლის შემდეგ – 40%, 50 წლის შემდეგ – 50% და ა.შ. https://mmt.ge/prostatiti-simptomebi-d/
  • ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური გადიდება – კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა. ის ყველაზე ხშირად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ. აქედან გამომდინარე მის განვითარებაში დიდ როლს მიაკუთვნებენ ჰორმონულ დისბალანსს – ანდროგენებსა და ესტროგენებს (შესაბამისად მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონებს) შორის თანაფარდობის დარღვევას. https://mmt.ge/prostatis-adenoma/
  • კიბო ( ადენოკარცინომა) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ის მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა. https://mmt.ge/prostatis-kibo/

სამივე მდგომარეობის წამყვანი მექანიზმი არის, ჯირკვლის უჯრედებში და ქსოვილში მიმდინარე მუდმივი ანთებითი პროცესი. ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილები მიგანიშნებთ პროსტატის პრობლემებზე. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ უროლოგს და დროულად აიცილოთ თავიდან გართულებები.

თუ გაწუხებთ შემდეგი ჩივილები:

  • ხშირი შარდვა
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
  • შარდვის დროს წვა
  • გაძნელებული შარდვა
  • შარდვის დროს ტკივილი
  • წელის ქვედა ნაწილში ტკივილი
  • შარდის წყვეტილი ნაკადი
  • შარდის ნაკადის შემცირება
  • ნარჩენი შარდი (როცა შარდის ბუშტი სრულად არ იცლება)

პროსტატა – წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სიხშირე დროთა განმავლობაში მატულობს. პროსტატის დაავადებების განვითარების მნიშვნელოვან რისკ – ფაქტორად მიიჩნევენ ასაკს.  ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დაავადებების განვითარების შესაძლებლობაც. http://gaou.ge/ka/prostatis-kibos-mkurnalobis-thanamedrove-methodebi/

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ პროსტატის დაავადებების მკურნალობას თანამედროვე სტანდარტებით!

დაგვიკავშირდით:032 2 23 40 23

დატოვეთ კომენტარი