რობოტული ტექნიკა ღია ქირურგიის წინააღმდეგ პროსტატექტომიის დროს – რომელი გაიმარჯვებს?

სიახლეები

ჩატარდა 24 – თვიანი კლინიკური დაკვირვება, რომელიც  მიზნად ისახავდა რობოტული ლაპაროსკოპიული პროსატატექტომიისა და ღია რადიკალური პროსტატექტომიის ფუნქციური და ონკოლოგიური შედეგების შედარებას.  კვლევამ ცხადყო რომ არცერთ მეთოდს არ აქვს უპირატესობა მეორესთან შედარებით – აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

საერთაშორისო კვლევა კვინსლენდის შტატის ქალაქ ბრიზბენის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევების ცენტრში და ავსტრალიის ქალთა ჰოსპიტალში ტარდებოდა მედიცინის დოქტორ რობერტ „ფრანკ“ გარდინერის ხელმძღვანელობით.

 

24 თვის დაკვირვების შემდგომ ახალი შედეგები 12 ივლისს გამოქვეყნდა ინტერნეტ-ჟურნალ „ლანცეტის“ ონკოლოგიის განყოფილებაში.

 

Medscape Medical News ჯერ კიდევ 2016 წელს იტყობინებოდა, რომ სამთვიანი კვლევის შედეგები არ აჩვენებდა რომელიმე მიდგომის ფუნქციონალური და ონკოლოგიური შედეგების უპირატესობას.

 

ასევე, 6, 12  და 24 თვის დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფუნქციონალური და სექსუალური შედეგები ორივე მეთოდისთვის ერთნაირი იყო.

 

თუმცა „ონკოლოგიური შედეგები ისევ საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას და შემდგომ კვლევას“ – ამბობენ ავტორები.

 

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 5-დან 1 პაციენტი ისევ განიცდის დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს, ქირურგიული მიდგომის მეთოდის მიუხედავად.

 

„ლაპაროსკოპიული პროსტატექტომია რობოტების გამოყენებით ფართოდ გამოიყენება, როგორც უპირატესი ქირურგიული ტექნიკა რადიკალური პროსტატექტომიის დროს, თუმცა არ ხდება შედეგების ანალიზი,“ – წერენ ფრანკი და მისი კოლეგები. „ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ეს მეთოდი იძლევა ღია ოპერაციის ექვივალენტურ ფუნქციურ შედეგებს 24 თვიანი დაკვირვების განმავლობაში“.

 

მკვლევარები „გვირჩევენ, სიფრთხილე გამოვიჩინოთ მათი კვლევის ონკოლოგიური შედეგების ინტერპრეტაცისას ორი საკვლევი ჯგუპის ოპერაციის შემდგომი მართვის სტანდარტიზაციის არარსებობის გამო და აგრეთვე კიბოს მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენების გამო“.

 

„კლინიცისტები და პაციენტები რობოტულ მიდგომას უპირატესად ძირითადად მისი მცირე ინვაზიურობის გამო მიიჩნევენ“ – წერენ კომენტარში კვლევის ავტორები.

 

ელექტრონულ წერილში გარდინერი აღნიშნავს, რომ ონკოლოგიური შედეგების შეფასება  სიფრთხილეს საჭიროებს. 2 წელი ძალიან მცირე დროა წინამდებარე ჯირკვლის კიბოზე დაკვირვებისთვის.

 

გარდინერი ასევე აღნიშნავს, რომ  PSA-ზე (პროსტატ-სპეციფიკურ ანტიგენზე) დაყრდნობამ 24 თვის ონკოლოგიური შედეგების ანალიზისას, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან პსა-ს მონაცემები მცირდება.

 

მკვლევარები „გააგრძელებენ ორივე ჯგუფის პაციენტებზე დაკვირვებას, რათა დაადგინონ, აქვს თუ არა რომელიმე მიდგომას უკეთესი ონკოლოგიური შედეგი“. – აღნიშნა გარდინერმა.

„24 თვის შემდეგ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტული ტექნიკისთვის უპირატესობის მინიჭება, თუ მის კრიტიკულ ფასებსაც გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ“ – თქვა მან.

 

დატოვეთ კომენტარი