MMT ჰოსპიტალის სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალში!

გაიდლაინები და პუბლიკაციები

MMT ჰოსპიტალი პროსტატის ბიოფსიებში გლობალური ლიდერია. მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა ჩვენი კლინიკის სამეცნიერო ნაშრომი პროსტატის თარგეტულ ბიოფსიებზე მიკროსკოპული ულტრაბგერის დამიზნებით

პროსტატის ბიოფსიის ამ უახლესმა  მეთოდმა , ერთის მხრივ მნიშვნელოვნად გაზარდა  პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებელი, ხოლო მეორეს მხრივ კი – შეამცირა არასაჭირო ბიოფსიების რაოდენობა.

პროსტატის თარგეტული ბიოფსია მიკრო-ულტრაბგერის კონტროლით,  ეფუძნება 300%-ით გაუმჯობესებულ ვიზუალიზაციასა და ზუსტ დამიზნებას საეჭვო უბანზე;  ხორციელდება სპეციალურად პროსტატის კვლევისათვის შექმნილი Exact Vu-ს  მიკრო-ულტრაბგერის პლატფორმაზე, რომლის  ტექნოლოგია მუშაობს მაღალი სიხშირით (29 მჰც), იძლევა გარჩევადობის/ვიზულიზაციის უაღრესად მაღალ დონეს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროსტატის საეჭვო დაზიანების გამოვლენას და უზრუნველყოფს ზუსტ, ,,ცოცხალ’’  დამიზნებას. შესაბამისად, გამორიცხავს ,,ბრმა’’ , არასაჭირო ბიოფსიებს, მრავალეტაპიან კვლევებსა და კიბოს ავლენს თითქმის 100% შემთხვევაში დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე 

 

დატოვეთ კომენტარი