საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის მეორე მსოფლიო კონგრესის მონაწილენი

სიახლეები

კონგრესი იყო მულტიდისციპლინური, ფართომასშტაბიანი. მომხსენებლებს შორის იყვნენ მსოფლიო ონკოლოგიისა და უროლოგიის წამყვანი ექიმები:

  • ამერიკის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარე და პროფესორი –ქრისტოფერ ევანსი (კალიფორნია, აშშ);
  • ნევარკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის, უროლოგიური სამსახურის უფროსი (ნიუ ჯერსი, აშშ) – ვლადისლავ ბარგმანი.
  • ევროპის უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე – ჰენდრიკ ვან პოპელი (ლუვენი, ბელგია);
  • ევროპის უროლოგთა ასოციაციის ონკოუროლოგიის სექციის თავმჯდომარე, იტალიის უროლოგიური საზოგადოების  ექსპრეზიდენტი – მაურიციო ბრაუსი (მოდენა, იტალია);
  • ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების შარდ-სასქესო კიბოს ფაკულტეტის წევრი – ანდრეა ნეჩი(მილანი, იტალია);
  • ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, გერმანიის  უროლოგთა ასოციაციის ექსპრეზიდენტი, ევროპის უროლოგთა საბჭოს ექსპრეზიდენტი შტეფან მიულერი (ბონი, გერმანია);
  • გუსტავ რუზის კიბოს ინსტიტუტის უროლოგიისა და პროსტატის ბრაქითერაპიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი – ალბერტო ბოსი (საფრანგეთი);
  • ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ექსგენერალური მდივანი შვედეთიდან  – პერ-ანდერს აბრაჰამსონი (მალმო, შვედეთი);
  • ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის თირკმლის კიბოს პროგრამის დირექტორი –  მანუელა შმიდინგერი (ვენა, ავსტრია);
  • ჩარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის შარდ-სასქესო კიბოს მედიცინის, ინტერდისციპლინური სექციის ხელმძღვანელი  – მარიადე სანსტისი (ბერლინი, გერმანია);
  • ლუნდის უნივერსიტეტის (ლუნდი, შვედეთი) ღეროვანი უჯრედების  ცენტრის დირექტორი, საქართველოს სახელოვანი მეცნიერი ზაალ კოკაია;
  • სკანეს უნივერსიტეტის პროფესორი ონკოუროლოგი და რობოტული ქირურგი გორან ალგრენი (მალმო, შვედეთი).
  • რუსეთის ონკოუროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მოსკოვის წამყვანი ონკოლოგიური დაწესებულების,  აკადემიკოს ბლოხინის სახელობის რუსეთის ნაციონალური კიბოს კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი  – ვსევოლდ მატვეევი (მოსკოვი, რუსეთი);
  • მოსკოვის გერცენის სახელობის რადიოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბორის ალექსეევი (მოსკოვი, რუსეთი);
  • უკრაინის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი და უკრაინის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ედუარდ სტახოვსკი (კიევი, უკრაინა);
  • ბელორუსიის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი  – სერგეი პოლიაკოვი(მინსკი, ბელორუსია);
  • სომხეთის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგეი ფანარჯიანი და ვიცეპრეზიდენტი არმენ ავოიანი(ერევანი, სომხეთი);
  • აზერბაიჯანის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სამირ ჯავად-ზადე და აზერბაიჯანის ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე და უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ფუად გულიევი (ბაქო, აზერბაიჯანი);
  • უზბეკეთის ონკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, კიბოს ეროვნული ცენტრის დირექტორი და უზბეკეთის მთავარი ონკოლოგი მირზაგალებ ტილიაშაიხოვი (ტაშკენტი, უზბეკეთი)

დატოვეთ კომენტარი