პროსტატის მიკროექოსკოპია და რობოტული ულტრაბგერითი თერაპია (რუთი) SIU-ს- უროლოგთა საერთაშორისო საზოგადოების მსოფლიო კონგრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.
დღეს , პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა , მსოფლიოს წამყვან უროლოგებს , ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის მიერ, პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დაგროვილი უდიდესი გამოცდილება გააცნო და ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი წარმატებით იყენებს.
ამ უახლესი მეთოდებით პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა მსოფლიოს სულ რამოდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართბველოში-ემ-ემ-ტე ჰოსპიტალში.
SIU-ს 130-ზე მეტი ქვეყნიდან/რეგიონიდან, 10 000-ზე მეტი წევრი ჰყავს. დუბაიში , მსოფლიო საზოგადოების რიგით 41-ე კონგრესი, 10 ნოემბერს გაიხსნა და 14-მდე გაგრძელდება, მსოფლიო კონგრესის მიზანი უროლოგიის დარგის განვითარება და გამოცდილების გაზიარებაა.