მსოფლიოს წამყვანი ონკოუროლოგები თბილისში – პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები საერთაშორისო კონფერენციის მთავარ თემად იქცა

23-24 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონსენსუსის კონფერენცია „პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა – გლობალური კონსენსუსი“, რომელმაც გერმანიის, შვედეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და საქართველოს წამყვანი პროფესორები, უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. ორდღიანი სამეცნიერო ღონისძიების მთავარი მიზანი პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განხილვა და […]