მორიგი კონფერენცია საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით “პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა”

კონგრესი უკვე ჩატარდა.

28 თებერვალს „საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციამ“ მორიგი მასშტაბური კონფერენცია გამართა თემაზე- „პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა.“
ღონისძიებაზე განხილული იყო პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მართვის უახლესი ინოვაციები და მიდგომები, მათ შორის:
▪️ საქართველოში პროსტატის კიბოს სკრინინგის აქტუალური პრაქტიკა;
▫️ მიკრო-ულტრაბგერა (29MHz) კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის;
▪️ სიმსივნის აქტიური მეთვალყურეობის სტრატეგიები,
▫️ რობოტული ქირურგიის წინსვლა საქართველოსა და კავკასიაში;
▪️ პროსტატის რობოტული ულტრაბგერითი თერმოაბლაცია (რუთი);
▫️ მიკრო-ულტრაბგერაზე დაფუძნებული ტრანსპერინეულიი/თარგეტული „ფიუჟენ“ ბიოფსია, როგორც „ოქროს სტანდარტი.“
‍⚕️ კონფერენციას 100 წამყვანი სპეციალისტი დაესწრო, მათ შორის უროლოგები, კლინიკური ონკოლოგები, რადიაციული თერაპევტები და რადიოლოგები, რომლებიც ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ.

კონგრესის დეტალები

თებერვალი 28, 2025 09:00
თებერვალი 28, 2025 19:00