ოპერაცია, რომელმაც საერთაშორისო აღაირება მოიპოვა – რა არის სიახლე? (ნახეთ ვიდეო)

სიახლეები

ჩვენ უკვე გატყობინებდით გურამ ქარაზანაშვილის მიერ ჩატარებული ურთულესი ოპერაციის შესახებ, რომელმაც ამერიკის უროლოგთა ასოციაციის დიდი ყურადღება დაიმსახურა და მიჩნეული იქნა სიახლედ ონკოუროლოგიაში. გთავაზობთ ამ ოპერაციის მიმოხილვას და მოკლე ვიდეოს, რომელიც ამერიკის უროლოგთა კონგრესზე იქნა წარდგენილი.

ოპერაციის აღწერა:

პერიტონეუმ-, ნერვ- და პროსტატის სფინქტერშემნახველი ექსტრაპერიტონეალური ცისტო-პროსტატექტომია და ექსტრაპერიტონეალურად ორთოტოპიული ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა

 

ჩვენება:

შარდის ბუშტის კიბო

 

რა არის სიახლე:

შემუშავებული იქნა დამზოგველი მოდიფიკაციები:

  • პერიტონეუმის ღრუს გაუხსნელად, შარდის ბუშტის, პროსტატის და ლიმფური კვანძების ლიკვიდაციის ტექნიკის მოდიფიკაცია;
  • საშარდე მილის სფინქტერის და პროსტატის მწვერვალის შენარჩუნების და დაზოგვის ტექნიკის მოდიფიკაცია;
  • ერექციის და სქესობრივი ფუნქციის განმაპირობებელი ნერვ-სისხლძარღვოვანი წნულის შენარჩუნების და დაზოგვის ტექნიკის მოდიფიკაცია;
  • ნაწლავისგან ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის ტექნიკის მოდიფიკაცია;
  • ხელოვნური, ნაწლავური შარდის ბუშტის სრულად გატანა პერიტონეუმის ღრუდან და პერიტონეუმის ღრუს სრული, ჰერმეტიზაციის ტექნიკა.

დატოვეთ კომენტარი